თაღლითობის ფაქტი რუსთავში

2021-02-10 00:31:47

თაღლითობის ფაქტი რუსთავში.

45 წლამდე მამაკაცმა აუდის მარკის ავტომობილი მეპატრონეს ყიდვის მიზნით გამოართვა და ე.წ. "ბეს" სახით 1000 ლარი გადაუხადა, დარჩენილი თანხის ნაწილი კი აღარ გადაუხადა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცმა აუდის მარკის ავტომობილი, რომელიც თაღლითური გზით დაისაკუთრა, მოგვიანებით სხვა პირზე გაყიდა.

დაზარალებულმა პოლიციას ფაქტის შესახებ უკვე აცნობა და ფაქტზე სავარაუდოდ გამოძიებაც დაიწყო.