რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება შეიზღუდება

2021-02-05 18:16:56

რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს. 5 თებერვალი
ქ. რუსთავში, ჩეხოვის  N 10ა-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 18:30-დან 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: გიორგაძის 2 დან 22 ჩათვლით,ჩეხოვის ქ.მთლიანად. ჩაპაევის ქუჩას,ბარნოვის ქუჩას და გრანელის ქუჩას.