კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-02-05 17:58:31

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში კორონავირუსი 3 პაციენტს დაუდასტურდა.

კლინიკაში კოვიდ19-ზე სულ 88 პირი გამოიკვლიეს.

როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, დადასტურებულ შემთხვევეთა რიცხვი გატესტილ პაციენტებთან მიმართებაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

გასულ 24 საათში, კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა "კლინიკა რუსთავში". სამედიცინო დაწესებულებაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 8 პაციენტს ჩაუტარეს.

კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები არ გაოვლენილა არც რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში.