სამოგზაუროდ ვაქცინის პასპორტი დაგჭირდებათ

2021-02-05 14:53:01

მოგზაურთა სფეროში ახალი სიტყვა "ვაქცინის პასპორტი" გაჩნდა.

რამდენიმე თვეში კი მოგზაურებს სხვადასხვა ქვეყანაში შესასვლელად ამ პასპორტის წარდგენაც მოუწევთ.

ამერიკის მთავრობამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანებით პასპორტის შექმნაზე მუშაობა დაიწყო.

დანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მომავალ 3-4 თვეში ციფრულ პასპორტს წარადგენენ, რომელშიც ნაჩვენები იქნება, რომ მოქალაქეები კორონავირუსის ვაქცინით აცრილები არიან.

პასპორტის წარდგენა მოგიწევთ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის დროსაც.

ამ სიას უერთდება კიდევ ერთი სკანდინავიური ქვეყანა, შვედეთი. ქვეყნის მთავრობა იმედოვნებს, რომ ციფრული პასპორტის გამოყენება ივნისიდან შესაძლებელი იქნება.

რამდენიმე კვირაში Etihad Airways და Emirates საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მიერ შექმნილი ციფრული პასპორტის გამოყენებას დაიწყებენ.

ახლა მთავარი გამოწვევაა, რომ შეიქმნას აპლიკაცია ან დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებული იქნება მთელს მსოფლიოში, დაცული იქნება პერსონალური მონაცემები და ხელმისაწვდომი იქნება ყველა ფენის ადამიანისთის.

რა არის ვაქცინის პასპორტი?

ეს არის დოკუმენტი, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას, რომ ადამიანს გაკეთებული აქვს კორონავირუსის ვაქცინაცია, ან კოვიდზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.

დღესდღეობით ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, შესასვლელად კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენებაა საჭირო. იმისათვის, რომ ტურიზმის სფერომ ხელახლა დაიწყოს  ამუშავება, საჭიროა მთავრობებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლება იცოდნენ, რომ მათ ქვეყანაში შესული მოგზაური არის აცრილი, ან მისი ტესტი კოვიდზე უარყოფითია, რაც ნიშნავს იმას რომ მოგზაური მათი ქვეყნისთვის უსაფრთხოა.

ბოლო მონაცემებით კორონავორუსის ვაქცინა მსოფლიოს 67 ქვეყანაში 119 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები