დაიწყებს თუ არა "ინტერტრანსი" მუშაობას

2021-02-05 00:05:35

"ინტერტრანსი" ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც მიკროავტობუსებით მგზავრები რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და უკან გადაჰყავს. მას მომსახურების სერვისის აღდგენაზე ჯერჯერობით უარი განუცხადეს. "ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა არ იგეგმება", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა.

შეგახსენებთ რომ 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება და შიდა საქალაქო მიმოსვლა შეფერხების გარეშე განხორციელდება, სწორედ იმის გამო რომ რუსთავი-თბილისის მარშრუტი ითვლება, როგორც შიდასაქალაქო გადაყვანა, გაჩნდა იმედი, რომ შესაძლოა კომპანიამ მგზავრების გადაყვანა მოახერხოს, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი პასუხი, აღუდგება თუ არა "ინტერტრანს" მუშაობა, უცნობია.

შევაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მომდევნო პერიოდში და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას. გაზრდილი მობილობის შემსუბუქებების შედეგებს შევაფასებთ. როგორც იცით, 1-ლი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედებულია სავაჭრო ქსელები, მაღაზიები. აჭარაში ასევე კიდევ უფრო მეტი შემსუბუქება იყო დაშვებული, სკოლებიც, გარდა სამი ქალაქისა, პირველი თებერვლიდან მუშაობდნენ. ეს დინამიკაც შეფასდება, ის დინამიკაც, რომელიც ტრანსპორტისა და სკოლების ყველგან ამოქმედებით გვექნება. 1 კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება საშუალება ყველა ერთად დავაკვირდეთ ვითარებას. თუ ეს ვითარება იქნება სტაბილური, ან გაუმჯობესდება, შემდეგი ნაბიჯები იქნება გადადგმული უფრო სწრაფად და უფრო თამამად“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დაზუსტებისთვის განვმარტავთ, რომ რუსთავი-თბილსიის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას, შიდასაქალაქო სტატუსი წლების წინ მიენიჭა.