რუსთავში, კორონავირუსულ ინფექციას კიდევ 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. 66 წლის ქალი და 84 წლის მამაკაცი მკურნალობას "კლინიკა რუსთავში" გადიოდნენ.
როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტებს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. კონკრეტულად, სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ 2-ვე პაციენტს არტერიული ჰიპერტენზია და გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.
ინფორმაციისთვის, კოვიდ19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა გასულ 24 საათში აღნიშნულ საავადმყოფოში. კლინიკაში ვირუსზე სულ 7 პაციენტი შეამოწმეს.
93 გამოკვლეული პირიდან 9-ს დაუდასტურდა კოვიდ19 რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში, 1 პაციენტს კი, ვირუსი სწრაფი ტესტის პასუხის "პისიარით" გადამოწმების შედეგად გამოუვლინეს.
კოვიდ19-ის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში. კლინიკაში 30 წლამდე ქალი 3 და 7 წლის შვილებთან ერთად მოათავსეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.