5 თებერვალს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-02-04 18:49:02

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 თებერვალს 11:00-დან 11:30 საათამდე და 15:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში თბილისის, გონაშვილი, დოლიძის, გოდერძი ჩოხელის, იაღლუჯის, გონაშვილის, ყაზბეგის, გორის და მიმდებარე ქუჩებზე, 13:30-დან 14:30 საათამდე - აბონენტებს მშვიდობის ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.