განაახლებენ თუ არა მუშაობას ფიტნეს დარბაზები

2021-02-04 12:40:34

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ფიტნეს დარბაზებზე დაწესებული პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

ცქიტიშვილის განმარტებით, სტაბილური დინამიკის შემთხვევაში, სხვა შეზღუდვების მოხსნაც იქნება განხილული.

რაც შეეხება ფიტნესდარბაზებს, დღეს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვების შემსუბუქების პაკეტი დავაანონსეთ, რომელიც ჩვენ დროზე ადრე შევძელით, ვინაიდან ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ ამის საშუალება მოგვცა. გახსოვთ, ვთქვით, როცა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდებოდა, შემდეგი ნაბიჯების გადადგმას შევძლებდით. სწორედ, აქედან გამომდინარე იქნა მიღებული დღეს ეს გადაწყვეტილებები. დაველოდოთ კიდევ გარკვეულ პერიოდს, ვნახავთ ერთი კვირის განმავლობაში, დავაკვირდებით დადებითობის მაჩვენებელს, თუ გვექნება სტაბილური დინამიკა, ან გაუმჯობესების დინამიკა, შემდეგში ვიფიქრებთ, თუ რომელი შეზღუდვა შეგვიძლია შევამსუბუქოთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.