ბაზრობები იხსნება

2021-02-04 11:07:56

ბაზრობები ფუნქციონირებას 8 თებერვლიდან გააგრძელებენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"8 თებერვლიდან, ორშაბათიდან, სრულად ამოქმედდება ბაზრობები", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, ბაზრობების გახსნა 15 თებერვალს იყო დაგეგმილი.