მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება 8 თებერვლიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
"საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს იმას რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება რუსთავში თბილისში და ქუთაისში. საუბარია მეტროზე ავტობუსზე და სამარშრუტო ტაქსებზე",- განაცხადა გიორგი გახარიამ.