გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თებერვალს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის, გოგოლის, სამგორის ქუჩებზე.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა, გამარჯვება.
15:30-დან 18:30 საათამდე - სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ველი, ყარაჯალარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.