"საერთაშორისო აღიარება მოიპოვა..."

2021-02-03 21:53:39

სალონების მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის ერთ-ერთი წევრი რუსთაველი ანა შიხიაშვილი იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სალონების ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

"ვულოცავთ ანა შიხიაშვილს პირველ საერთაშორისო აღიარებას საქართველოდან. ვუსურვებთ კიდევ მეტ წინსვლას და წარმატებას", - წერია ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც სილამაზის სფეროში მოღვაწე რუსთაველი ახალგაზრდა "ინფო რუსთავს" უყვება, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში გაიმართება.

"წლებია ვმონაწილეობ omc hairworld ფედერაციის მსოფლიო ჩემპიონატებზე და 2016 წელს მივიღე პრიზი ფანტაზიური ფრჩხილის ნომინაციაში. თითოეული მონაწილე იქ დიდი გამოცდილებას იღებს, რადგან ტარდება არაერთი ტრენინგი, ამ წლების გამოცდილება კი დამიფასდა და მომანიჭეს ჟიურის წევრის სტატუსი, ეს ხდება პირველად, როცა საქართველოდან წარსდგება ჟიურის წევრი მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორც მანიკურის კუთხით, ასევე თმის და მაკიაჟის კუთხითაც. მიხარია, რომ მაქვს ბედნიერება საქართველოდან ვიყო პირველი .

სექტემბერში უნდა ჩატარდეს იაპონიაში და იმედია მოგვეცემა არადისტანციურ ფორმატში მუშაობის საშუალება", - უყვება ანა შიხიაშვილი "ინფო რუსთავს".

სალონების მსოფლიო ჩემპიონატში 50 ქვეყანა მონაწილეობს, ის სათავეს 1946 წლიდან იღებს.

რაც შეეხება ანა შიხიაშვილს, შიხიაშვილი სილამაზის სფეროში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია. მან გამარჯვება ნომინაციაში "ფანტაზიური ფრჩხილი" მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ რუსთაველი ახალგაზრდა ამ ტიტულს მიიღებდა, ის ევროპამ აღიარა და სწორედ 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე "ფანტაზიური ფრჩხილის" ნომინაციაში მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

ანა შიხიაშვილმა მანიკურის სპეციალობის შესწავლას მრავალი წელი დაუთმო, კვალიფიკაცია მრვალგზის აიმაღლა და ცოდნის გაღრმავების შანსს ხელიდან არასდროს უშვებს. უკვე 10 წელია ამ კუთხით მოღვაწეობს და რუსთავში ის სალონური ინდუსტრიის სახელგანთქმულ ოსტატად ითვლება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები