ავარია რუსთავში [photo]

2021-02-03 19:10:53

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები