თუ ოდნავ მეტი დახარჯეთ, ვიდრე სახელმწიფო გიფინანსებთ

2021-02-03 22:10:42

ბუნებრივ აირზე გადასახდელი თანხის დაკორექტირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის ნაცვლად, აღებულია კონკრეტულ აბონენტთან 31 დღის ჩვენება - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯოირჯია გაზში" განუცხადეს.

საინფორმაციო სააგენტოს რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა კითხვით, შესაძლებელია თუ არა რაიმე ფორმით მოხვდნენ სახელმწიფოს მიერ დასუბსიდირებულ თანხაში, როცა მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადი აღნიშნულ თანხას მცირედით გადაცდა.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში" განგვიმარტეს, რა შემთხვევაში ხდება თანხის დაკორექტირება.

"ყოველ 30-ე დღეს უნდა ავიღოთ ჩვენება, იყო შემთხვევები, რომ რაღაცის გამო ვერ აიღეს და აიღეს 31-ე დღეს, აბონენტებმა დაწერეს განცხადება, თუმცა, სანამ ეს განცხადება კომპანიაში მოვიდა, ყველას, ვისაც თანხა დასაკორექტირებელი ჰქონდა, დაუკორექტირდათ. 1 დღიანი სხვაობა ითვლება ასე, 31 დღის მონაცემი რაც არის, ის იყოფა 31-ზე, გამოდის დღიური საშუალო და აკლდება 1 დღის საშუალო და თუ ის ხვდება 200 კუბურ მეტრში, სუბსიდირება ეკუთვნით", - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები