რა შეზღუდვა მოიხსნება რუსთავში პირველ რიგში

2021-02-03 12:05:38

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებთ, მას შემდეგ, რაც რუსთავში, ქუთაისსა და თბილისში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება პირველ რიგში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოიხსნება შეზღუდვა, შემდეგ კი სასწავლო დაწესებულებები განაახლებენ პროცესს.

"ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი დღეს დგას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ყველაზე მძიმედ გადააქვს მოსახლეობად, სწორედ რომ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას, რაც ეხლა უკვე მიღწეულია და ბოლო 7 და 14 დღის განმავლობაში, რაც ბათუმში უკვე გავაკეთეთ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ახლა ეს უნდა მოხდეს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. შემდეგ გადავალთ სხვა შეზღუდვის მოხსნაზე, დაკვირვების ფონზე, რა თქმა უნდა. მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ, რომ უფრო პრიორიტეტულად მიმაჩნია ამ ეტაპზე ტრანსპორტი და შემდგომ სასწავლო დაწესებულებები",- განაცხადა ამირან განმყრელიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები