"დიდ ქალაქებში პოზიტიური დინამიკა გვაქვს"

2021-02-03 11:35:14

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის 3 დიდ ქალაქში, მათ შორის რუსთავში, ბოლო ერთ კვირის განმავლობაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ჯერ-ჯერობით 4%-ს არ ჩამოსცდენია.

"ასიმეტრიულად შემსუბუქდა გარკვეული შეზღუდვები აჭარაში და ჯერ-ჯერობით შეზღუდვები რჩება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, ამიტომ ჩამოგითვლით. დღეს დილისთვის აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 1%, რაც ძალიან კარგია. თბილისში გვაქვს 5%, იმერეთში 6%, ქვემო ქართლში 3%. 14 დღის მაჩვენებელი აჭარაში არის 2%, თბილისში 4, იმერეთში 6%, ქვემო ქართლში 4%. ხოლო 7 დღის აჭარაშვი გვაქვს 1%, თბილისში 4%, იმერეთში 4%, ქვემო ქართლში 4%. ამიტომ, ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, რომ ქვეყანაში და განსაკუთრებით ამ დიდ ქალაქებში პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კორონავირუსის შემცირებული შემთხვევების გამო არ მოდუნდნენ და პირბადეების ტარების რეკომენდაციას გასცემს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები