"დაუმორჩილებლობას მოყვება მკაცრი რეაქცია"

2021-02-03 11:09:22

ეკონომიკის მინისტრი რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის მიერ დაანონსებულ დაუმორჩილებლობას გამოეხმაურა.

"დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა და ეპიდემიოლოგიური წესების მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი და ამას, რა თქმა უნდა, მოყვება მკაცრი რეაქცია.

მაგრამ ვინაიდან ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში პრემიერთან-მინისტრთან ერთად, ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ, თუ როდის შეიძლება იგივე აჭარი მოდელი, სადაც ჯერ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძენთ გამოსავალს, აქედან გამომდინარე ჩემი თხოვნა იქნება და იმედი მაქვს, რომ რესტორნები ასეთი არასწორი და არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის",- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის, განცხადებით 200-მდე რესტორანი დაუმორჩილებლობას აცხადებს და 6 თებერვლიდან თვითნებურად განაახლებენ სამუშო პროცესს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები