რუსთავში კოვიდ19-ით ქალი გარდაიცვალა

2021-02-03 10:23:02

რუსთავში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კორონავირუსულ ინფექციას კიდევ 1 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

80 წელს გადაცილებული პაციენტი მკურნალობის კურსს დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში რუსთავის ცენტრალურ საავადყოფოში გადიოდა.

როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტირის მოადგილემ, დავით გოგოძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ინფიცირებულს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რაც კორონავირუსულმა ინფექციამ კიდევ უფრო გაართულა.

გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა კლინიკაში გამოკვლეულ 14 პაციენტს კორონავირუსის დაუდასტურდა.

კოვიდ19-ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი 90 ადამიანს ჩაუტარდა. 2 ვირუსი PCR ტესტირებით დაუდგინდა.

"კლინიკა რუსთავში" ინფიცირება 2 პაციენტს გამოუვლინდა. საავადმყოფოში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 10 პირს ჩაუტარეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები