3 თებერვალს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-02-02 17:26:05

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 თებერვალს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მარის არხის მიდებარე ტერიტორიაზე, 13:00-დან 14:00 საათამდე - მშვიდობის ქუჩაზე. 16:00-დან 18:00 საათამდე - დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, გაგარინის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის, ტურგენევის, მშენებელთა ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.