რუსთავში სურსათის მაღაზია დააჯარიმეს

2021-02-03 23:28:04

რუსთავში, იანვრის თვეში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 ობიექტი დააჯარიმა.

სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოში აცხადებენ, რომ ინსპექტირების ფარგლებში სასურსათო მაღაზია 1000 ლარით დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას სამსახურის ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა, განაცხადა, სასურსათო მაღაზიისთვის ჯარიმის დაკისრებისა და საქმიანობის შეჩერების მიზეზი ობიექტში აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობაა.

საერთო ჯამში ქვემო ქართლის მასშტაბით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 49 ობიექტი შეამოწმა.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

დდ

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები