ახალგაზრდა კაცი ზვიგენმა შეჭამა [photo]

2021-02-02 01:04:07

32 წლის დუკანი ოკეანეში ზვიგენმა შეჭამა.

უკანასკნელად ახალგაზრდა მამაკაცი მისი ცოლის მიერ გადაღებულ ფოტოში გამოჩნდა.

ქალმა ფოტო მის ორი წლის შვილს სანაპიროზე თამაშის დროს გადაუღო, ბავშვის უკან კი მამამისი ჩანს, რომელიც წყალში ყვინთაობდა.

ფოტოს გადაღებიდან მალევე დუკანი გარდაიცვალა და ის ზვიგენმა შეჭამა.

ახალგაზრდა წყვილი 2 წლის შვილთან ერთად სამხრეთ ავსტრალიაში დასასვენებლად იმყოფებოდა.

თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ზვიგენმა დუკანს შეუტია, მოკლა და შეჭამა, თუმცა გამოძიებით დგინდება, რომ 32 წლის კაცი ზვიენის გამოჩენამდე მოულოდნელად ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

"შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი დაზუსტებით ვერასოდეს გავიგოთ, მაგრამ არსებული მტკიცებულებით მეტად სავარაუდოა, რომ დუკანი ზვიგენის გამოჩენამდე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. იმის ცოდნა, რომ მშვიდად გარდაიცვალა, ჩვენც შვებას გვგვრის",- ნათქვამია გარდაცვლილი კაცის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები