კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-02-01 18:09:55

რუსთავსი გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

21 შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 143 პირს ჩაუტარდა.

გატესტილებს შორის იყო 9 ტაქსის მძღოლიც, თუმცა კოვიდ19-ით ინფიცირება არცერთს არ დაუდგინდა.

ინფიცირების 2 ახალი შემთხვევაა კლინიკა "რუსთავში".

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები