რუსთავში კოლეჯის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

2021-02-02 17:22:44

რუსთავის პროფესიული კოლეჯ ,,მოდუსის'' დირექტორმა კაკი კერვალიშვილმა თანამდებობა დატოვა.

კერვალიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და როგორც "ინფო რუსთავს" განუცხადა, კოლეჯიდან წასვლა სამუშაო სპეციფიკის შეცვლის გამო გადაწყვიტა.

"მიზეზი იყო ჩემს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები, ვიცვლი სამუშაო სპეციფიკას და მენეჯერობიდან გადავდივარ საკონსულტაციო სფეროში", - განაცხადა კაკი კერვალიშვილმა.

კერვალიშვილი კოლეჯ "მოდუსის" დირექტორის თანამდებობას 5 წლის განმავლობაში იკავებდა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვინ შევცლის მას.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები