5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18,+23 , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12,+17 გრადუსი იქნება.
თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14,+16 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 1 თებერვალი +13°C, 2 თებერვალი +14°C, 3 თებერვალი +15°C, 4 თებერვალი +17°C.