რა ღირს ბინები რუსთავში

2021-02-14 01:32:49

ბოლო 10 წელში რუსთავის მოსახლეობა თითქმის 10 ათასით გაიზარდა.

მოსახლეობის ზრდა ბუნებრივი მატებისა გარდა სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანების ხარჯზეც მოხდა.

გაზრდილი მოსახლეობა კი ბინების გაზრდილ მოთხოვნას ნიშნავს, რაც ქალაქზეც აისახა. ყოვლწლიურად ქალაქის ტერიტორიაზე უფრო მეტი კორპუსი შენდება.

საინტერესოა, რა ღირს ბინები რუსთავში და რომელ უბნებში დაგიჯდებათ ბინის შეძენა ყველაზე ძვირი.

როგორც "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების ერთ-ერთ სააგენტოში განუცხადეს ბინებზე შედარებით მაღალი ფასია ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე: კოსტავას გამზირი, რუსთაველის ქუჩა, მეგობრობა, თბილსის ქუჩა და შარტავას გამზირი.

ამ ქუჩებზე ძველ აშენებულ კორპუსებში 1 ოთახიანი ბინის ფასი 19 000$-დან იწყება და ფასი იზრება საცხოვრებელი პირობების, ფართობისა და ოთახების რაოდენობით და შესაძლოა მისი ღირებულება საშუალოდ 55 000$-მდე ავიდეს.

რაც შეეხება ახლადაშენებულ კორპუსებს, ფასი დაახლოებით იგივეა, თუმცა აქაც ფასი ბინის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

შედარებით ნაკლებია 1 ოთახიანი ბინის ფასი სხვა უბნებში. 1 ოთახიანი ბინის შეძენა შესაძლოა 17 000$ მოახერხოთ. ფასის ამ შემთხვევაშიც ბინის მდგომარეობისა და ფართობის მიხედვით იზრდება, თუ ბინა არის გარემონტებული, დიდი ფართობისა და აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ნივთებით მისი ფასი 30 000$-ს სცდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები