აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

2021-01-30 15:47:50

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება.

აქციაში მონაწილეობა რესტორატორებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს, ისინი მთავრობის მიერ კორონაირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს.

მათი თქმით, დაწესებულმა შეზღუდვებმა სარესტორნო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

აქციაზე ასევე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ 1 თებერვლიდან უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რიგი შეზღუდვები იხსნება და ბიზნესის ნაწილს მუშაოების უფლება ეძლევათ. თუმცა შეზღუდვები არ იხსნება სტუმარ-მასპინძლობის, ტურიზმისა და სხვადასხვა ბიზნესის სფეროებისთვის. მთავრობის წარმომადგენლები ჯერ-ჯერობით კონკრეტულ თარიღსაც არ ასახელებენ, როდის შეძლებენ ამ სფეროების წარმომადგენლები სამუშაო პროცესის განახლებას.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები