პროტესტს რუსთავის რესტორნები შეუერთდნენ

2021-01-30 12:05:18

პროტესტის ნიშნად რუსთავში მომუშავე რესტორნების ნაწილი 30 იანვარს ერთი დღით ონლაინ მუშაობას აჩერებს.

როგორც "ინფო რუსთავს" სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების ნაწილმა განუცხადა, ისინი 200-მდე რესტორნის პროტესტს უერთდებიან, რომლებიც საკარანტინო შეზღუდვების და სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პროტესტის ნიშნად 30 იანვარს გატანის სერვისი გააჩერა.

პროტესტს შეუერთდა კაფე "ასკილი". ხოლო ნაწილმა საინფორმაციო სააგენტოსთან განაცხადა, რომ მათ მუშაობა ერთ თვეზე მეტია გაჩერებული აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პროტესტს ავტომატურად უერთდებიან.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, 30 იანვარს 15 საათზე სტუმარ-მასპინძლობის სფერო თბილისში მთავრობის კანცელარიის წინ სამთო კურორტების წარმომადგენლების მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები