როდის აღდგება გაზის მიწოდება რუსთავში

2021-01-30 11:09:19

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე დაზიანებული ბუნებრივი არის მილისა და ურდული შეკეთება ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენელმა განუცხადა, მათი თანამშრომლები ამ დრომდე უწყვეტად მუშაობენ რომ მოსახლეობას ბუნებრივი აირი მიწოდება რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღუდგეს.

ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა სავარაუდოდ 12 საათიდან დაიწყება და ეტაპობრივად მიეწოდება ყველა ქუჩასა და მიკრორაიონს.

კომპანია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს რომ, სანამ არ აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება, უსაფრთხოების მიზნით გაზ დანადგარების ონკანები დაკეტონ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გაზის მილსადენს ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაზიანდა მილი, რის გამოც ასეულობით აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.