კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშებაში რუსთავის "რუსთავმა" ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.
დღეს საქართველოს თასის მერვედფინალური სერიის პირველ მატჩი შედგა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. ოლიმპიურ სასახლეში საკალათბურთო გუნდ "რუსთავი 1991"-ს "მეგა"-მ უმასპინძლა.
დაძაბული თამაში რუსთაველთა გამარჯვებით, 80:92 დასრულდა.
მეორე მატჩი "რუსთავსა" და "მეგა"-ს შორის 31 იანვარს, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში გაიმართება.