გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლელულ 19 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კლინიკაში კოვიდ19-ზე სულ 112 პირი გამოიკვლიეს.
კლინიკის დირექტორის მოადგილის, რუსუდან ადამიას განცხადებით, კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა 6 ტაქსის მძღოლს და მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.
კორონავირუსზე შეამოწმეს "კლინიკა რუსთავში" 18 პაციენტი, მათგან ვირუსი 1 პაციენტს აღმოაჩნდა.