რუსთავში, მდინარეში მამაკაცს ეძებენ [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით შუახნის მამაკაცის ძებნა მტკვარში, მას შემდეგ დაიწყეს რაც მდინარის პირას მისი შარვალი და მობილური ტელეფონი იპოვეს.
ოჯახის ახლობლების თქმით მამაკაცი სახლიდან 2 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
საძიებო საამუშაოებში მაშველები და მყვინთავები ჩაერთნენ.
მაშველებმა ნავით მდინარის ნაპირები დაათვალიერეს, მყვითავებმა კი კალაპოტი ფეხით რამდენჯერმე გაიარეს, თუმცა დაკარგული მამაკაცი ვერ ნახეს.
ცუდი ხილვადობის გამო საძიებო სამუშაოები შებინდებისას შეწყდა, თუმცა დილიდან განახლდება.