რუსთავში მტკვარში მამაკაცს ეძებენ

2021-01-28 14:46:54

რუსთავში, მტკვარში შუახნის მამაკაცს ეძებენ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან როგორც მაშველები, ისე მყვინთავები.

“ინფო რუსთავის” გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, რომ სანაპიროზე ნაპოვნია კაცის პირადი ნივთები.

რუსთაველი მამაკაცი, რომლის სამძებრო სამუშაობიც ამ წუთებში მდინარეში მიმდინარეობს, 2 დღის წინ გაუჩინარდა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის და სამსახურის რამდენიმე ჯგუფი.