"10 თეთრი, 20 თეთრი ან სრულიად უფასო"

2021-02-06 00:27:44

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის შეღავათები დიფერენცირებულად დაწესდება.

"ფასებთან დაკავშირებით მიდის მუშაობა, იცით თქვენ, რომ წლებია რუსთავის მუნიციპალიტეტი სუბსიდირებას ახდენს და შეღავათებით სარგებლობენ ის ადამიანები, რომლებიც ამას საჭიროებენ. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება, მაგრამ მოწყვლადი ჯგუფებისთვის იქნება დიფერენცირებული ფასები, 10 თეთრი, 20 თეთრი ან სრულიად უფასო მომხმარებლების მიხედვით", - აცახდებს ქალაქის მერი.

ინფორმაციისთვის, იმ პირთა წრე რუსთავში, რომლებიც მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასად სარგებლობდნენ, 2021 წელს გაფართოვდა.

მგზავრობაზე შეღავათებით ისარგებლებენ:

1. სოციალურად დაუცველები;

2. ვეტერანები;

3. შშმ პირები;

4. სსიპ-ებისა (სკოლები) და ააიპ-იების (ბაგა-ბაღები, დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურები, მუსიკალური სკოლები) თანამშრომლები;

5. სტუდენტები;

6. პენსიონერები;

7. სკოლის მოსწავლეები.

ჯამში, შეღავათებით 60 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალურ ტრანსპორტში იგულისხმება ახალი ავტობუსები, რომლითაც ქალაქში მოძრავი ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება მოხდება.

მგზავრობაზე შეღავათების დაწესებითვის ამ წლის ბიუჯეტში 400 000 ლარია გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში დამაკმაყოფილებელი იქნება, რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 8 თებერვლიდან აღდგება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები