რუსთავში მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს [photo]

2021-01-27 17:01:34

რუსთავში ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, და მისმა მოადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ, დაათვალიერეს.

ტაბაღუას განცხადებით, სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს და შესაძლოა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდეს.

"ფაქტიურად ქალაქში იყო სივრცე მუსიკალურ სკოლაში, სადაც 4 მუსიკალური სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ღონისძიებების გამართვის საშუალება ჰქონდათ . სწორედ მათთან შეთანხმებით მოხდა ამ დიდი სივრცის ათვისება. შეიძლება ითქვას, რომ პროექტი ფინალამდეა გასული",- განაცხადა ტაბაღუამ.

ქალაქის მუნიციპალიტეტიდან სკოლის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 500 000-ლარამდე გამოიყო და სამუშაოები მარტის თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტის მიხედვით მთლიანად გარემონტდა შენობის პირველი სართული, სადაც მოეწყო გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შეიცვალა სანტექნიკა და ელექტროგაყვანილობის ქსელები. დაიდგა ახალი სკამები, განათება, დამონტაჟდება გახმოვანების თანამედროვე აპარატურა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები