საქართველოს განათლების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 121 საჯარო სკოლაში Wi-Fi ქსელების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.
შერჩეული სკოლებიდან 58 სკოლა დასავლეთ საქართველოშია, ხოლო 63 სკოლა აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის 1 რუსთავში.
Wi-Fi ქსელები მოეწყობა:
რუსთავი - #22 საჯარო სკოლა;
მარნეული - სოფელ საიმერლოს, გვანკითისა და წერეთლის სკოლები, #2 საჯარო სკოლა სოფელ ალგეთში, #2 საჯარო სკოლა სოფელ მუგანლოში და #1 საჯარო სკოლა სოფელ შაუმიანში;
ბოლნისი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლა, სოფელ რატევანისა და დისველის სკოლები;
წალკა - სოფელ სამების, საყდრიონის, ავრანლოსა და ახალშენის სკოლები;
თეთრიწყარო - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლა, სოფელ მარაბდას სკოლა;
დმანისი - სკოლა სოფელ დიდში;
გარდაბანი - სოფელ სართიჭალის #2 საჯარო სკოლა, სოფელ კალინინოს სკოლა;
ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 8 თებერვალს და 12 თებერვალს დასრულდება. სკოლებში Wi-Fi ქსელების მოწყობა კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.
ტენდერის სახელშეკრულებო ღირებულება 4 023 000 ლარია. შესყიდვა განხორციელდება დონორის – მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.