ცოლმა ქმრის ტელეფონში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის ფოტოების გამო იეჭვიანა და კაცს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
შემთხვევა მექსიკაში მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხუანის ტელეფონში შენახულ ახალგაზრდა ქალის ფოტოებზე მისი ცოლი იყო გამოსახული. ქალმა კი ახალგაზრდობაში გადაღებულ ფოტოებზე თავისი თვი ვერ იცნო და ეგონა, რომ ფოტოებზე სხვა ადამიანი იყო.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მეზობელმა გამოიძახა, რომელმაც ჩხუბისა და ყვირილის ხმები გაიგო.
სამართალდამცავებმა ქალი დააკავეს.