მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-01-25 19:04:54

26-27 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 26 იანვარი +13°C, 27 იანვარი +12°C, 28 იანვარი +12°C, 29 იანვარი +8°C.