გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 იანვარს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის, მშვიდობის ქუჩებზე, მარის არხის I, II და III დასახლებებში, ცემენტის ქარხნის და მიმდებარე ტერიტორიებზე. 13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს მშვიდობის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.