კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-01-25 18:23:03

რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექიის კიდევ 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

19 შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას, განცხადებით, დღის განმავლობაში კორონავირუსზე ანტიგენის სწრაფი ტესტი 125 ადამიანს გაუკეთდა. მათგან 19 ვირუსი აღმოაჩნდა.

კორონავირუსზე 9 პირი გამოიკვლიეს კლინიკა "რუსთავში", სადაც 3-ს ვირუსი დაუდასტურდა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები