იტალიაში, ქალაქ მოდენაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. [ვიდეო/video]
30 წლის კაცს სატვირთო ავტომობილით 22 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს 15 მეტრიანი სატვირთო ავტომობილით პერსონალური კომპიუტერები, მონიტორები, ელექტრო მოწყობილობები, კოსმეტიკური საშუალებები, ძაღლის სხვადასხვა სახის აქსესუარი და 22 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდა.
ქართველმა საბაჟო კონტროლის დროს მისი უცნაური ქმედებებით პოლიციელების ყურადღება მიიქცია, რის გამოც სამართალდამცავებმა მისი შემოწმება გადაწყვიტეს, რაზეც 30 წლის კაცი კიდევ უფრო ანერვიულდა.
ავტომობილის შემოწმებაში პოლიციელებთან ერთად 2 ძაღლი ჩაერთო, რომლებმაც 20 შეკვრა კოკაინის ამოღება მოახერხეს. მათი საერთო ღირებულება 12 000 000 ლარია.