გარკვეულ მისამართებზე წყლის მიწოდება იზღუდება

2021-01-25 13:59:40

"რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

რუსთავში, მეგობრობის გამზირის N41-ში მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანებაა.  16:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყვეტილი იქნება:

მეგობრობის გამზირის N39,41 თოდრიის N3,5,7,9,11 და I ჩიხი,  ლესელიძის N28 დაკლდიაშვილის N4,10,12,14 კორპუსებს.

კომპანიის ცნობითვე, დაზიანებაა ასევე, მშენებელთა ქუჩისა და ბოსტანქალარის ქუჩის კვეთაზე არსებულ ქსელზე.

16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მშენებელთა, წმინდა ნინოს, კომუნალების, წერეთლის, გოგებაშვილის, იოსებიძისა და გომელაურის ქუჩებს.