ჩხუბი და ხმაური რუსთავში

2021-01-25 00:10:22

ჩხუბი და ხმაური რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს რამდენიმე ადამიანი დაუპირისპირდა.

მალევე მამაკაცებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

როგორც თვითმხილველები სააგენტოსთან აცხადებენ, პოლიციამ სცადა სიტუაციის განმუხტვა, თუმცა მამაკაცები ჩხუბს აგრძელებდნენ, რის შემდეგაც პოლიციას რამდენიმე პირის დაკავება მოუწია.

დამატებით დეტალებს "ინფო რუსთავი" აზუსტებს.