ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2021-01-26 00:02:17

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]

მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შუქნიშანთან გაჩერებულ "ბეემვესა" და "მიცუბიშის" მარკის ავტომობილებს უკნიდა "ფორდის" მარკის ავტომობილი დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, "ფორდის" მარკის ავტომობილს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.