"ინფო რუსთავის" ქუჩის გამოკითხვა [video]

2021-01-31 00:02:00

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, გაიკეთებენ თუ არა რუსთაველები კორონავირუსის ვაქცინას, როცა მას საქართველოში შემოიტანენ.[ვიდეო/video]

ქუჩის გამოკითხვაში მონაწილეობა 18-დან 80-წლამდე რუსთაველებმა მიიღეს. მათი ნაწილი ჩვენი კითხვის საპასუხოდ აცხადებდა, რომ ისინი ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებენ, ნაწილი კი ვაქცინას არ ენდობა და მის გაკეთებას არ აპირებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინის პირველ დოზებს თებერვლის ბოლომდე შემოიტანენ.

ცნობისთვის, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია პირველად 2020 წლის დეკემბერში გაერთიანებულ სამეფოში დაიწყო. ბოლო მონაცემებით სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული კოვიდვაქცინა მსოფლიოს 62 ქვეყანაში 91 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა.