რუსთავის ავტობაზრობის გახსნის თარიღი ცნობილია

2021-01-30 11:51:44

"როდის გაიხსნება რუსთავის ავტობაზრობა",- ამ კითხვით "ინფო რუსთავს" რუსთაველებმა მიმართეს და საკითით დაინტერესება სთხოვეს.

საინფორმაციო სააგენტოს ""AutoPapa-ში" განუცხადეს, რომ მათთვის უცნობია, როდის გაიხსნება ავტობაზრობა.

"ამ ეტაპზე ავტობაზრობა დაკეტილია დამთვალიერებლებისთვის, თუმცა ავტომობილის განთავსება, შემდგომი დისტანციური გაყიდვისთვის შეგიძლიათ ნებისმიერ დღეს, ასევე შესაძლებელია საკუთარი ავტომობილის გაყვანა.

ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოს რეგულიაციების მიხედვით. მათზეა დამოკიდებული როდის გავიხსნებით",- აცხადებენ "AutoPapa-ში".

"ინფო რუსთავი" მთავრობის ცხელ ხაზსაც (144) დაუკავშირდა, სადაც ავტობაზრობის გახსნის თარიღად 15 თებერვალი დაასახელეს.

ისინი აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ ღია და დახურული ტიპის ბაზრობები, მათ შორის ავტობაზრობაც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები