რამდენი ლარი შევიდა რუსთავის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან

2021-01-24 10:17:24

რუსთავის ბიუჯეტში 2020 წელს სათამაშო ბიზნესიდან 6 000 ლარი შევიდა - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა განუცხადა.

კავთიაშვილის ქმით, 2019 წელს ეს თანხა 1 300 000 ლარს შეადგენდა.

"6000 ლარია ჩარიცხული, როცა 2019 წელს იყო 1 300 000 ლარამდე. წლიური გეგმა ჩვენ 2020-ის საწყისში გვქონდა 1 300 000 ლარი, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე რომ გაჩერდნენ ბიზნესები და ვეღარ იხდიდნენ თანხას, შევამცირეთ და მხოლოდ 6 000 ლარი შემოვიდა. ეს თანხაც შემოვიდა წლის დასაწყისში, იანვარ-თებერვლის თვეში. თავისთავად, გავიდნენ ბიზნესიდან, პანდემიიდან გამომდინარე, აღარ იყიდეს ლიცენზია", - განაცხადა კავთიაშვილმა.