მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-01-23 00:32:15

26 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +12 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +0, +5 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ახალი დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 23 იანვარი +8°C, 24 იანვარი +8°C, 25 იანვარი +12°C, 26 იანვარი +12°C.