მაშველებმა რუსთავში ბავშვები გადაარჩინეს [photo]

2021-01-22 17:46:45

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში ხანძარი იყო. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ ბინაში გაზის დანადგარს გაუჩნდა და შემდეგ აივანზე გავრცელდა.

საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი.

ადგილზე მუშაობდა სახანძრა-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.