როდის გაიხსნება რუსთავში საბავშვო ბაღები

2021-01-22 16:26:31

მთავრობა საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნას პირველი მარტიდან გეგმავს. განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

"როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის რუსთავში". - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება სკოლებს, რვა ქალაქიდან ხუთში (ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, ფოთი, გორი) სწავლა პირველი თებერვლიდან დაიწყება, ხოლო თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში - პირველი მარტიდან.