ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე

2021-01-22 11:13:17

ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ორთაჭალის გზის მონაკვეთზე მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავთან" ერთერთი თვითმხილველი აცხადებს, "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის გამყოფ ბეტონის ჯებირს დაეჯახა და ამოტრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.